გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა. 

მეტოქემ ჩვენებური შებოჭვაზე დაიჭირა და წუთში ოდნავ მეტში იმარჯვა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2),

მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს (5:0) სძლია.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს, სადაც ჯამში 7 მედალი, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
24 ადგილი ოლიმპიადაზე დიდი წარმატებაა,ვულოცავ საქართველოს ყველა მაცხოვრებელს! აი ესაა ახალი და თავისუფალი საქართველო! ზოგს კი უნდა ხალხს დააჯეროს რომ ყველაფერში უკუსვლაა მაგრამ ფაქტები გვეუბნება რომ ქვეყანა ყველა პარამეტრით წინ მიიწევს!
სინამდვილე
16:22 11-08-2024
12
მიუხედავად სიძნელეებისა, კარგად დავამთავრეთ ოლიმპიადა და რომ არა ბევრი მიკერძოება, არასწორი მსაჯობა და ჩვენი ბიჭების დაჩაგვრა, კიდევ 3-4 ოქროს მედლით მეტით უნდა გვქონოდა ჩვენი ოლიმპიური ყულაბა სავსე.
გულშემატკივარი
16:11 11-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული