5:0. მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2), მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0) სძლია.

ხვალ, ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება, რომელმაც ამერიკელ კაილ სნაიდერს 6:4 მოუგო.

გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) პირველივე შეხვედრაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან (0:11) მარცხი განიცადა და მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რომელსაათზეა დაწერეთ
ბაჩო
10:46 11-08-2024
2
გივი, გენოს და შენი ფინალში გასვლა არ გამკვირვიბია. გენომ ფინალში გამაკვირვა, მინდა ფინალში შენი ჭიდაობით გავვოცდე. აბა შენ იცი გადაგვრიე ქართველები.
ჟორა გაბრიჭიძე
09:00 11-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული