ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
27 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ფალავნებმა, რომლებმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის ჩემპიონი გახდა გივი მაჭარაშვილი (96), რომელმაც ფინალურ შეხვედრაში იტალიელ სიმონე იანატონის 44 წამში სძლია - 10-0.

ევროპის ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა ნიკა კენჭაძე (74), ბრინჯაოს მედალი კი ედემი ბოლქვაძემ (60) დაისაკუთრა.

28 ივნისს, დორტმუნდში მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან თეიმურაზ ვანიშვილი (55), მირზა სხულუხია (66), ზაურ ბერაძე (84) და ზურაბ ურთაშვილი (120)
იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტუ ასე გააგდზელა უდიდესი მოჭიდავე იქნება. გილოცავ და გაიხარე ჩვენი გახარებისტვის.
giorgi
13:01 28-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული