აზერბაიჯანელის "ბინძური" ჭიდაობა გიგა მაჭარაშვილთან შეხვედრაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიგა მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების წევრმა მეტოქე მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს ანგარიშით 15:7 სძლია. თავიდან მაჭარაშვილი 1:5-ს აგებდა და როგორც კი მეტოქეს შეუტია და ქულებით გადაასწრო, აზერბაიჯანელმა "ბინძურად" დაიწყო ჭიდაობა.

არბიტრმა აზერბაიჯანელი სპორტსმენის მოქმედების გამო ჭიდაობა რამდენჯერმე შეაჩერა, ხოლო ის მომენტი, როცა გაზიმაგომედოვმა მაჭარაშვილს თითით პირი გაუწელა, საერთოდ ვერ შეამჩნია.

შეგახსენებთ, რომ მაჭარაშვილმა საბოლოოდ ტურნირი მოიგო და ჩემპიონი გახდა.

- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო
მკითხველის კომენტარები / 9 /
glaxuna შენი კომენტარის შემდეგ ვნახე ვიდეო და სხვა ვიდეოს შეფასებას გავს შენი კომენტარი...
ვასო
07:15 29-06-2017
0

ღოჩაღ მაჭარაშვილს,

ყველაფერი გაქვს დიდი მოჭიდავე გახდე...რომ არ იღლებოდე (!)
სად დაინახეთ აქ უხეშობა,
ჩვეულებრივი საჭიდაო შეხლა-შემოხლები იყო და მეტი არაფერი...და თანაც აზერბაიჯანელიო ?!

რა იყო ღრუსული პროპაგანდამ ანტი აზერბაიჯანული განწყობებისათვის ,,მუშაობა,, დაიწყო -
კავკასიაში მუდამ დაპრისპირებული გ ა ნ წ ყ ო ბ ე ბ ი ს ა და მით მუდამ არასტაბილური ვითარებისათვის და მით მუდამ უპერსპექტივო ღრუსულ გუბერნიად გადაქცევისათვის -სამხრეთ კავკასიისაც ?!

ასეთ ,,უხეშობა,,ს ჩვენი მოჭიდავეებიც ძალიან ხშირად აკეთებენ!
glaxuna
16:36 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული