აზერბაიჯანელის "ბინძური" ჭიდაობა გიგა მაჭარაშვილთან შეხვედრაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიგა მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების წევრმა მეტოქე მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს ანგარიშით 15:7 სძლია. თავიდან მაჭარაშვილი 1:5-ს აგებდა და როგორც კი მეტოქეს შეუტია და ქულებით გადაასწრო, აზერბაიჯანელმა "ბინძურად" დაიწყო ჭიდაობა.

არბიტრმა აზერბაიჯანელი სპორტსმენის მოქმედების გამო ჭიდაობა რამდენჯერმე შეაჩერა, ხოლო ის მომენტი, როცა გაზიმაგომედოვმა მაჭარაშვილს თითით პირი გაუწელა, საერთოდ ვერ შეამჩნია.

შეგახსენებთ, რომ მაჭარაშვილმა საბოლოოდ ტურნირი მოიგო და ჩემპიონი გახდა.

- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო
მკითხველის კომენტარები / 9 /
გილოცავ გიგა, ეგ ერთ და სხვა მრავალი. გაიხარე.
gizog
12:39 28-06-2017
0
სოკარი თუა სპონსორი ჩემპიონატის და საერთოდ მსოფლიო ფედერაციის გასაგებია რატომ არ მოხსნეს
ნოდო
12:47 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული