პოლონეთის ტურნირი: ხინჩეგაშვილი და არაბული ოქროსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
დღეს, პოლონეთში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში "ციოლკოვსკის, პეტლიასინსკის მემორიალი და პოლონეთის თასი", საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხივე წევრი მედლისთვის იბრძოლებს.

61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ანდრეი პერპელიტა იქნება. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე.

-74 კგ-ში ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეეცდებიან მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ვარშავაში 130 კგ-ში ჩემპიონობისთვის ლევან არაბული იჭიდავებს.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს შეხვედრების
ნახვა ამ ბმულზე შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული