პოლონეთის ტურნირი: მორიგი მედლების მოლოდინი

AutoSharing Option
8 ივლისს, პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ("ციოლკოვსკის მემორიალი", "პეტლიასინსკის მემორიალი"), ორივე საჭიდაო დისციპლინაში მედლები 3-3 წონით კატეგორაიში თამაშდება.

დღეს ვარშავაში საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებიდან მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე, რამაზ ზოიძე, გოგა გოგიბერაშვილი (ყველა -71), გელა ბოლქვაძე, ნიკოლოზ კელასოვი (ყველა -80) და კუკური კირცხალია (-98) იბრძვიან. "თავისუფლებიდან" კი - ბექა ბუჯიაშვილი (-57), დავით ხუციშვილი, ირაკლი მწითური, ჯუმბერ ყველაშვილი (-86) და გიორგი მეშვილდიშვილი (125).

შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში პირველ დღეს ქართველმა მოჭი
დავეებმა ჯამში 4 მედალი - 2-2 ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-61) გახდა, ბრინჯაო კი ბექა ლომთაძემ (-61) და ავთანდილ კენჭაძემ (-74) დაისაკუთრეს. ბერძნულ-რომაულში ოქროს მედალი ლევან არაბულმა (-130) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული