ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ფინალში ელბაქიძემ ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი (8:4) დაამარცხა, გამყრელიძემ კი ყაზახ დაულეტ იერგეშზე უკეთესი აღმოჩნდა (5:3). 

ფინალშია გასული სოლომონ მანაშვილი, რომელიც ირანელ ამირეზა ფარდინ ვალადის დაუპირისპირდება. რამაზ თურმანიძე, ევსემ შველიძე და მირიან მაისურაძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული