ახალგაზრდა მოჭიდავეები უკრაინაში მიდიან

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც წლის უმთავრესი შეჯიბრები უკვე მოილია, დარჩენილი ორი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება.

ნუგზარ სხირელის შეგირდები ახლა უკრაინის ქალაქ კოლომეიაში დაგეგმილ ტრადიციულ შეჯიბრებაში იასპარეზებენ.
"კოლომეიაში თავს მოიყრიან პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის გუნდები. ჩვენი გუნდის ლიდერებს ლადო ხინჩეგაშვილს, დავით მარსაგიშვილს, თენგიზ ჩოჩიშვილს და სხვებსაც, ასაკიდან გამომდინარე, ჯერაც შეეძლოთ ახალაგაზრდულ ტურნირებში მონაწილეობა და არჩევანის საშუალება მივეცით.

თუმცა უმეტესობამ 1992 წელს დაბადებული მოჭიდავეებისთვის ადგილის დათმობა გადაწყვიტა და შესაბამისად ჩვენი გუნდი ამ შეჯიბრებას ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ერთ
-ერთ საწყის ეტაპად გამოიყენებს" - გვითხრა სხირელმა.

უკრაინაში საჭიდაოდ ნაკრები 11 სპორტსმენით გაემგზავრება: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე (55), დავით ბუზიაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი, დავით გალეგაშვილი (ორივე - 66), ბექა პეტრიაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან გოგრიჭიანი (ორივე - 84), ომარ გუსოშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი (ორივე - 96) და გენო პეტრიაშვილი (მძიმე).

მიუხედავად ლიდერთა არყოფნისა, გუნდს სუსტი არ ეთქმის, ვინაიდან მასში ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის ერთდროულად ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმე ჩემპიონი და პრიზიორია. ნაკრები უკრაინაში 28 სექტემბერს გაფრინდება. შეჯიბრება 30-ში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული