სამწუხაროდ, უარესი ბორჯომში ძიუდოში ჭაბუკთა ტრადიციულ ტურნირზე ვნახეთ. აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო კამათი და გინება როგორც მწვრთნელებსა და მსაჯებს, ისე თვით მწვრთნელებს შორის. ვნახეთ ტატამზე ფეხსაცმელებით ზოგიერთი "მწვრთნელის" პირდაპირ და ირიბად გადარბენა.
ტურნირზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 400-ზე მეტი ჭაბუკი შეიკრიბა. ვერავის დავეთანხმებით თითქოს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების სამომავლო
ერთმა მადთგანმა შეურაცხყოფის შემდეგ ტატამიც კი დატოვა და დიდხანს ვერ იკავებდა ცრემლებს. მეორემ კი დარბაზი საერთოდ დატოვა.
შეჯიბრების შემდეგ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი თავკაცის გიორგი რევაზიშვილისგან შევიტყვეთ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ ფედერაციაში და იმედი ვიქონიოთ, სათანადო დასკვნებიც გაკეთდება.
ბორჯომში კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. ერთის მხრივ კარგია, როცა დღესდღეობით, ვიდეო მოგვევლინა მსაჯთა დამხმარედ, მაგრამ იქ, სადაც ორგანიზება მოიკოჭლებს, ამას მეორე უკიდრესობა მოჰყვა - ახლა უკვე მწვრთნელებს ნებისმიერი სათუო ფანდის ხელახლა ნახვა და გარჩევა უნდათ. ასე იწყება ქაოსი.
ყოველივე ეს კი მოზარდთა თვალწინ ხდება. შემდეგ ამიტომაც, უცხოეთის არენებზე წაგების მიზეზებზე მსჯელობისას უსასრულოდ წუწუნებენ არაობიექტურ მსაჯობაზე. ანდა როგორ გინდა გაამართლო მწვრთნელი, როცა მისი 12-13 წლის შეგირდი მსაჯის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კიმონოს იხის და რეფერს ტყორცნის (!).
ბორჯომში არც ადგილობრივ ხელისუფლებას გამოუჩენია დიდი ყურადღება ტურნირის საკადრის დონეზე ჩასატარებლად. მით უფრო, რომ ძიუდო ამ რაიონში ფეხს სერიოზულად ახლა იკიდებს და კარგად ორგანიზებული ასპარეზობა სასიკეთოდ წაადგებოდა საქმეს. სხვათა შორის ამ ალიაქოთში ტექნიკური შედეგების ჩაწერა ჩვენც დიდი წვალებით და შემოვლითი გზებით შეჯიბრების დასრულების შემდეგ მეორე დღესაც კი ძლივს მოვახერხეთ.
ზემოთ აღწერილმა ამბებმა თითქმის გადაფარა ასპარეზობის მთავარი ფუნქცია. ისე კი, ისევე როგორც სულ ახლახან ამავე ასაკში გორში გამართულ შეჯიბრებაზე, შესანიშნავად იასპარეზა ევროპის ვერცხლის მედალოსანმა, საგარეჯოელმა თამაზ კირაკოზაშვილმა, თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს აგრეთვე კასპელმა გიორგი კაციაშვილმა, მარტყოფელმა ბექა შინჯიკაშვილმა, ახმეტელმა ვანო ჩურჩხელაშვილმა.
კვარცხლბეკი
55 კგ: 1. გიორგი კაციაშვილი (კასპი), 2. ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი), 3. ოთარ კაციაშვილი (საგარეჯო) და ლაშა ბუნტური (დედოფლისწყარო).
60 კგ: 1. ბექა შინჯიკაშვილი (მარტყოფი), 2. გიორგი გელაშვილი (გორი), 3. გიორგი მეტრეველი (ხაშური) და გიგა გიგაური (მარტყოფი).
66 კგ: 1. თამაზ კირაკოზაშვილი (საგარეჯო), 2. ბაჩანა ბოლქვაძე (ბათუმი), 3. ბექა ფალიანი (დმანისი) და ზვიად მრელაშვილი (ახმეტა).
73 კგ: 1. ვანო ჩურჩხელაშვილი (ახმეტა), 2. ზურაბ ლომიძე (ზესტაფონი), 3. ზაზა მეგრელიშვილი (თბილისი) და ბექა კვირიკაშვილი (გორი).
81 კგ: 1. გიორგი ქურდიანი (თბილისი), 2. სულიკო სეთურიძე (სამაჩაბლო), 3. ჯაბა მუმლაძე (ახმეტა) და ლაშა საბაშვილი (თბილისი).
90 კგ: დავით რამაზაშვილი (ახმეტა), 2. მიხეილ ახალაური (თბილისი), 3. ბექა გოცირიძე (ქუთაისი) და დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი).
+90 კგ: 1. ბაქარ კუხიანიძე (ქუთაისი), 2. დავით რაზმაძე (თელავი), 3. ლაშა კაპანაძე (ლაგოდეხი) და გიორგი ახალაური (თბილისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"