ქუთაისი-სომხეთი 12:12

AutoSharing Option
ქუთაისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მურად დოხტურაშვილისა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ზაურ შეყრილაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1995-97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად შეჯიბრებაში სომხეთის სამი გუნდიც მონაწილეობდა. ქუთაისის სპორტის სასახლის სარბიელზე სულ 190-მა მოჭიდავემ სცადა ძალები 15 წონით კატეგორიაში.

განსაკუთრებით წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისის (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 7 ბრინჯაო), ამბოლაურის (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და სამტრედიის (3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) გუნდები. აღსანიშნავია კადეტთა შორის ევროპის პრიზიორის ომარ გურგიძის
კარგი ჭიდაობა, რომელმაც 69კგ წონითი კატეგორიის ფინალში სომხეთის წარმომადგენელი არტურ აირაპეტიანი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. უკმაყოფილო სომხებიც არ დარჩენილან, მათმა მოჭიდავეებმა ქუთაისელთა დარად 3 პირველი, 2 მეორე და 7 მესამე ადგილი დაიკავეს.

გაგცნობთ გამარჯვებულებს: 26 კგ - გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი); 29კგ - გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური); 32კგ - ლადო გამყრელიძე (ამბროლაური); 35კგ - ბექა ლომიძე (საჩხერე); 38კგ - ედემ ბოლქვაძე (სამტრედია); 42კგ - შმაგი თოდუა (სამტრედია); 46კგ - ვაგინაკ მატევოსიანი (სომხეთი); 50კგ - გიორგი ლეჟავა (სამტრედია); 54კგ - სირენაკ ავდალიანი (სომხეთი); 58კგ - აკოფ ავეტისიანი (სომხეთი); 63კგ - ცოტნე ყურაშვილი (აფხაზეთი); 69კგ - ომარ გურგიძე (ქუთაისი); 76კგ - გიორგი კეთილაძე (ქუთაისი); 85კგ - მიხეილ ლობჟანიძე (საჩხერე); +85კგ - ილია გზირიშვილი (თბილისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული