
გადამწყვეტი ორთაბრძოლის პირველი პერიოდი მეტოქეებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. რისკზე წასვლას არც ქართველი და არც უზბეკი ცდილობდა და საბოლოოდ საქმე ბურთულის ამოღებაზე მიდგა. ტაიმაზოვმა ლურჯი - მოძმანაშვილის ფერი ამოიღო, რითაც ქართველ ფალავანს პერიოდის მოგების კარგი შანსი მიეცა.
სამწუხაროდ, დათომ შანსი ვერ გამოიყენა, ქულა უზბეკმა მოიპოვა და პერიოდის გამარჯვებულიც ეს უკანასკნელი გახდა.
მეორე
![დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია! [+VIDEO] Sportall.Ge](/images/new_photo/QARTULI/SPORT/sxvadasxva/LONDON2012/davit modzmanashvili final 11082012 0001.jpg)
ამრიგად, 11 აგვისტოს მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველთა მონაგარი ექვს მედლამდე გაზარდეს.
შეგახსენებთ, ლონდონში ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა დაისაკუთრა; ვერცხლის მედლებს, მოძმანაშვილის გარდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი დაეუფლნენ; ბრინჯაოს პრიზიორები კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი გახდნენ.
ასევე იხილეთ:
დავით მოძმანაშვილმა რუსი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია! [+VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა ყაზახი მეტოქე იოლად ჩამოიცილა და ნახევარფინალშია
დავით მოძმანაშვილმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
იღბლიანი წილისყრა - ქართული ტრიოს სამი მედლის რეალური შანსი