FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს

AutoSharing Option
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ხელმძღვანელი რაფაელ მარტინეტი, ორგანიზაციის ბიუროს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გადააყენეს.

FILA-ს ბიუროს საგანგებო სხდომა 15 თებერვალს ტაილანდში გაიმართა, სადაც მარტინეტს უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტს წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რეკომენდაცია უძღოდა, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღებას ითვალისწინებს.

მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში მიაჩნევენ, რომ სოკ-ის ამ განზრახვას საფუძვლად (რომელიც საქართველოს ძალიან დააზარალებს), დიდწილად სწორედ მარტინეტის არასწორი და კორუფციული გადაწყვეტილებები უდევს.

ჭიდაობის სახეობების ოლიმპიადიდან ამოღების საბოლოო გადაწყვეტილებას ბუენოს-აირესში, სექტემბერში დაგეგმილ 125-ე სესიაზე მიიღებენ,
სადაც 2020 წლის თამაშების მასპინძლის ვინაობაც უნდა გაირკვეს. ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენდენტები მადრიდი, სტამბული და ტოკიო არიან.

ასევე იხილეთ:
რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!
სპორტის სამინისტროში 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობის ამოღების თაობაზე ისაუბრეს
საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფილას საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად რუსეთის წარმომადგ. მიხეილ მამიაშვილი აირჩიეს.შეკრება აპრილში რუსეთში ჩატარდება.სავარაუდოდ პრესიდენტი რუსეთის წარმომადგენელი იქნება, ალბათ კარელინი.
ჯ.ჩ.
16:15 16-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული