ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: დებიუტისთვის კარგი შედეგია, მაგრამ მეტი შემეძლო

AutoSharing Option
20 მარტს სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გათამაშების მეორე დღე გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ნამდვილად უფრო მეტი შეეძლო, თუმცა ახალ წონაში დებიუტი ჰქონდა და მაინც კარგი შედეგია.

"იქიდან გამომდინარე, რომ 60-ში ახალი გადმოსული ვარ და ამ წონაში დებიუტი მქონდა, კარგი შედეგია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, მეტიც შემეძლო.

ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ნამდვილად მეგონა, რომ მოვიგებდი - ვირწმუნე ეს, მაგრამ ეტყობა, მეტი ვარჯიშია საჭირო. ჭიდაობაში პატარა შეცდომასაც არავინ გაპატიებს, მე
კი, ცოტა არ იყოს და, დიდი შეცდომა დავუშვი",
- თქვა ხინჩეგაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ედიშერაშვილი: გამარჯვებას ქართველების ქომაგობით მივაღწიე

ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ედიშერაშვილის მოულოდნელი ოქრო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო უმაგრესი ადამიანი ხარ,
neli
21:07 22-03-2013
0
კარგი მოჭიდავე და კარგი შვილი ხარ,გაიხარე და გაგვახარე
ucha
21:12 22-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული