მოგეხსენებათ, ისინი პირველად მონაწილეობდნენ ამ რანგის შეჯიბრებაში და მათი წაგება გასაკვირიც არაა. ვიმედოვნებთ, ამ ტურნირით სამომავლოდ დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც სასიკეთოდ წაადგებათ.
ჩვენი დუეტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ამათგან უფრო მეტ იმედს კარელიძეზე ვამყარებდით, რომელმაც მაისში თურქეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, თუმცა ბარში უფრო ნაზარაშვილს გაუმართლა - მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო.
ჩვენებური საწყის ეტაპზე ფინელ იანიკა ანნილნა ვაკ
კარელიძე ნორვეგიელ რამონა ერიქსენს ხვდებოდა და 0:4; 0:4 დამარცხდა.
21 ივნისს ევროპის ჩემპიონატში ერთდღიანი პაუზა გვექნება - ისევ გოგოები ჭიდაობენ, სადაც მეტი მონაწილე არ გვყავს; 22 ივნისს კი ტურნირში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან.
მთავარი მწვრთნელის, დავით ბედინაძის გადაწყვეტილებით, ჩერნოგორიაში თორნიკე ჭელიძე (42), თემურ შავაძე (46, ორივე - აჭარა), დავით ჩხარტიშვილი (50, ოზურგეთი), გიორგი კურტანიძე (54, გარდაბანი), ლევან ქავჟარაძე (58, ოზურგეთი), მინდია ბოლქვაძე (63, აჭარა), გიორგი მელია (69, სამტრედია), ირაკლი თარხნიშვილი (76, გარდაბანი), გიგა ქოქოლაძე (85, აჭარა) და ზვიად პატარიძე (100, ქუთაისი) იჭიდავებენ.
ამათგან 22 ივნისს ტურნირში ჭელიძე, ჩხარტიშვილი, ქავჟარაძე, მელია და ქოქოლაძე ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"