გიორგი ედიშერაშვილი (55; თბილისი), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60; გორი), ლევან ქელეხსაშვილი (66; ხაშური), იაკობ მაქარაშვილი (74; თბილისი), დავით მარსაგიშვილი (84; ყაზბეგი), დავით ქერაშვილი (96; თბილისი) და გენო პეტრიაშვილი (120; გორი) - ასეთია მისი შვიდეული.
როგორც ვხედავთ, მწვრთნელმა არ დაარღვია ფედერაციის განკარგულება და მსოფლიოზე საქართველოს თასის გამარჯვებულები მიჰყავს.
გამონაკლისი მარსაგიშვილია, რომელსაც იმ ტურნირზე ტრავმის გამო არ
მით უფრო, მარსაგიშვილმა საქართველოს თასის გამარჯვებულ სანდრო ამინაშვილს სომხეთში პირადი შეხვედრაც მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ მარსაგიშვილი და ედიშერაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონები არიან, ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი - ბრინჯაოსპრიზიორები.
მსოფლიოს წინა პირველობის მედალოსანთაგანაც ნაკრებს დღემდე მხოლოდ მარსაგიშვილი შემორჩა - დავით ხუციშვილი (74) ტრავმის გამო ვერ ჭიდაობს, დავით მოძმანაშვილი (120) კი შემადგენლობაში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს სტამბულში სამივე მესამეზე გავიდა.
მინდორაშვილის ახლანდელ გუნდში ბევრია ისეთი, ვისთვისაც ეს შეჯიბრება სადებიუტო იქნება - ედიშერაშვილი, ქელეხსაშვილი, მაქარაშვილი და პეტრიაშვილი, თუმცა ამათგან ედიშერაშვილსა და პეტრიაშვილს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილებაც ბლომად მოეპოვებათ და - ტიტულიც.
როგორც თავშივე გითხარით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბორჯომშია შეკრებაზე, რომელიც ორშაბათს დაიწყო და 13 სექტემბერს დასრულდება, 14-ში კი ბუდაპეშტში გაფრინდებიან.
4 სექტემბერს მსოფლიოსთვის დასკვნით შეკრებას ისევ ბორჯომში, იმავე სპორტკომპლექს "ოლიმპში" ბერძენ-რომაელებიც დაიწყებენ და ისინი შემადგენლობას ამის შემდეგ დაასახელებენ.
მათი მთავარი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი ადრე აცხადებდა, რომ ფედერაციის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არც ის შეეწინააღმდეგებოდა და ბუდაპეშტში ისიც საქართველოს თასის გამარჯვებულებს წაიყვანდა.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თასის მფლობელები ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120) გახდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"