დღე პირველი: ბრინჯაომდე ცოტა დაგვაკლდა

AutoSharing Option
16 სექტემბერს ბუდაპეშტში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ლეიბზე სამი ქართველიც გავიდა - გიორგი ედიშერაშვილი (55), ლევან ქელეხსაშვილი (66) და დავით ქერაშვილი (96).

ამათგან ორმა - ქელეხსაშვილმა და ქერაშვილმა ბრინჯაოსთვისაც იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მაინც უმედლოდ დავრჩით.

ქელეხსაშვილი ნახევარფინალში გავიდა და იქ 5:6 დამარცხდა სომეხთა მომავალ ჩემპიონ დავით საფარიანთან, ვინც წლეულს, მარტში თბილისში ევროპის ჩემპიონიც გახდა. სამწუხაროდ, ქართველმა ამას კიდევ ერთი წაგება მიაყოლა - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს მაგომედ კურბანალიევთან, 5:7.

დაახლოებით ასეთი გზა გაიარა ქერაშვილმაც - ორი მოგების შემდეგ ისიც მომავალ
გამარჯვებულთან, ირანელ რეზა იაზდანისთან დამარცხდა (ოღონდ - ნახევარფინალამდე), 2:8. ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ვერაფერს გახდა თბილისში გაჩემპიონებულ უკრაინელ პავლო ოლეინიკთან - 2:10.

სამეულის ლიდერი ევროპის ჩემპიონი ედიშერაშვილი იყო, თუმცა ის რუს ნარიმან ისრაპილოვთან დამარცხდა და მერე არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა. თუმცა ამ შეხვედრაში მსაჯთა ბევრი გადაწყვეტილება საეჭვო იყო.

17 სექტემბერს უნგრეთში მორიგი ქართული ტრიო იჭიდავებს:

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი დავით მარსაგიშვილი (84) და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (120).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული