ლუკა კურტანიძე: ეს ნაკრები მალე მსოფლიო ლიდერი გახდება

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დაასრულა ასპარეზობა ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ქართველთა აქტივში მხოლოდ ერთი მედალია და ისიც ბრინჯაოს სინჯის - 120 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა მე-3 ადგილი აიღო.

თუმცა ქულათა დარიცხვის სისტემით, ჩვენმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.

რუსულ მედიას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ შემდეგი განუცხადა:

"დასანანია, ოლიმპიადაზე მოპოვებული სამი მედლის შემდეგ მსოფლიოს პირველობის მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლით დასრულება.

მაგრამ მე ამისგან ტრაგედიას არ შევქმნიდი - პირიქით, მიმაჩნია, რომ გუნდმა კარგად იასპარეზა.

ჩვენ გუნდურ ათვლაში მესამე ადგილი ავიღეთ, თითოეული
მოჭიდავე მინიმუმ ნახევარფინალისთვის მაინც იბრძოდა, ყველამ
მოგვიტანა ქულები.

რატომ მხოლოდ ერთი მედალი? სადღაც არ გაგვიმართლა, სადღაც დავაკელით ცოტა.

ავიღოთ მაგალითისთვის გენო პეტრიაშვილი, რომელიც, აგერ, ნახავთ, მსოფლიო ლიდერი გახდება მძიმე წონაში. მას უნდა მოეგო ჰაჯიმურატ გაცალოვისთვის, მაგრამ გამოუცდელობის გამო შეცდომა დაუშვა.

გამოცდილმა რუსმა იცოდა, რომ ჭიდაობით გენოს ვერ აჯობებდა და როცა პეტრიაშვილი ილეთს აკეთებდა, გაცალოვმა ის შეცდომაზე დაიჭირა.

დღეს ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყა
ვს საქართველოს ისტორიაში.

გუნდი ახალგაზრდულია და უახლოეს მომავალში მსოფლიო ლიდერი გახდება.

ბუდაპეშტში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

რომ დავბრუნ
დებით, დავილაპარაკებთ. სპორტსმენებთან პრეტენზიები არა მაქვს, აი, მწვრთნელებთან - კი.

ოლიმპიური ციკლი მხოლოდ დაიწყო და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ჯერ წინ დიდი დროა"
- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიფიანი ნაგავიც უნდა მიკვეს
giorgi
20:52 19-09-2013
0
მეტი რა გეთქმით, სპორტიდანაცა ჩაანს თუ როგორ მუშაობს ოცნება, თბილისის ტურნირზე რომ გაიმარჯვეს ბიჭებმა კურტანიძე მეორე ცაზე დაფრინავდა და რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატებზე ძიუდოში და თავისუფალში ყველამ დავინახეთ. უნდა გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი.
damangreveli
20:06 19-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული