საჭიდაო სამყარო ისევ ცვლილებების მოლოდინშია

AutoSharing Option
ჩვენ უკვე ვწერდით მედიაში გაჟღერებულ მოსალოდნელ რეფორმებზე, რაც ვაჟებში წონითი კატეგორიების ერთით შემცირებას ეხებოდა, რომელიც პროექტი იყო და არა უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს პირველობის შემდეგ რუსულ მედიასთან იქაური ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბრიუსოვმა ისაუბრა და საკითხში გარკვეული სიცხადე შეიტანა, თუმცა საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.

"დღეს უკვე დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ წონითი კატეგორიები ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ ჭიდაობებში განსხვავებული იქნება.

ორიენტაცია აღებულია იმაზე, რომ "თავისუფალში" წონები იყოს 57-სა და 130 კილოგრამს შორის, ბერძნულ-რომაულში - 60-სა და 135-ს
შორის. ეს ერთ-ერთი საფუძველია იმ კრიტიკისა, რომელიც ჭიდაობამ სოკ-ის მხრიდან დაიმსახურა, მეორე - გეოგრაფიის გაზრდაა.

ტექნიკურ კომისიას მზად აქვს ახალი წონების პროექტი, რომელსაც ფილას მორიგ კონგრესზე განიხილავენ, მომავალი წლის სექტემბერში ტაშკენტში რომ გაიმართება"
- განაცხადა ბრიუსოვმა.

ამდენად, მის სიტყვებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ, ერთი წელიწადი წონითი კატეგორიები აღარ შეიცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაისად, სექტემბერში ტაშკენტში, 8-14 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება, ისიც ძველი წონებით ჩატარდება.

ამდენად, ცვლილებები ძალაში 2015 წლიდან შევა, რადგან მეტი დრო არც ფილას რჩება - როგორც უკვე გაცნობეთ, სოკ-მა მას მკაცრი მითითება მისცა, რომ 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქალებისა და ვაჟების წონითი კატეგორიები რაოდენობრივად უნდა გათანაბრდეს და 6-6 გახდეს.

არადა, სასურველი იყო, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ძალაში ოლიმპიადამდე უფრო ადრე შესულიყო.

იმ თავდაპირველი პროექტით, რომელზეც ვწერდით, ორივე სახეობაში 60 კილოგრამი იკვეცებოდა, ბრიუსოვისეული ვერსიით კი, ის ბერძნულ-რომაულში რჩება. თუმცა ტაშკენტურ ტურნირამდე და სექტემბრამდე მთელი წელიწადი რჩება, იქამდე კი მოჭიდავეები რას შეცვლიან, მიდი და გაიგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი სისულელეებით სად მივდივართ ვერ გავიგე. მაპატიონ ქალებმა მაგრამ მაგათი ბღლაძული რა საყურებელია? ქალი და ჭიდაობა რა უბედურებაა? კაი ბატონო შეიძლება როგორ გულით უნდათ და ვაცალოთ, მაგრამ ეს გენდერული ბალანსის დაცვა რაღა უბედურებაა. 6 ქალები და 6 კაცები. ვინმეს მოეწონება სინქრონულ ცურვაზე ბანჯგვლიანმა კაცებმა რომ ნარნარად ილივლივონ? ან მხატვრულ ტანვარჯიშზე იტყლარჭონ? ხომ საზიზღრობა იქნება? ასეთივე საყურებელია ქალების კლასიკური და თავისუფალი ბღლაძუნი. ასეან ეს
palavani
16:45 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული