შოთა ფარტენაძემ ნიცაში გამართულ ტურნირზე ოქრო მოიპოვა

AutoSharing Option
ნიცაში დასრულებულ ჰენრი დეგლანის მემორიალში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა, რომელსაც ამჯერად შოთა ფარტენაძე (60) დაეუფლა.

საამისოდ მან ოთხი შეხვედრა მოიგო - კანადელ ჯეისონ ბუკლეს 9:2 სძლია, სენეგალელ ადამა დიატას 12:0 მოუგო, ნახევარფინალში ირანელ ამ ჰაგიჰატდარვის 11:0 აჯობა, ფინალში კი იმავე ანგარიშით ფრანგი ანტოინ მასიდა დაამარცხა.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა ნოდარ კურტანიძემ, რომელიც ფრანგ ქვენტინ მილერთან (10:2) და თანაგუნდელ როლანდ ანდრიაძესთან (9:5) მოგების შემდეგ ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა ბრიტანელ ლეონ რატიგანთან (2:6), მერე კი დამამშვიდებლის ფინალიც
წააგო ამერიკელ კაილ შნაიდერთან (0:11).

ჩვენი ნაკრების საერთო მონაგარი დეგლანის მემორიალზე 2-2 ოქრო-ვერცხლი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გიორგი ჩხარტიშვილი (84) გახდა, მეორე ადგილზე კი რამაზ დარჩიძე (55) და ომარ გურჯიძე (66) გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული