თავისუფალი ჭიდაობა: იანტბელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 20-28 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გაიმართება და თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება.

პირველები საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და შესაბამისად, მათი განაცხადიც უფრო ადრიანად შეივსო.

იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში გადის. სწორედ იქ გაიმართა 12 ოქტომბერს ნაკრების წევრთა საკონტროლო შეხვედრები და მსოფლიოს შემადგენლობაც იქვე გამოცხადდა.

დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში ვარჯიშობს ბერძნულ-რომაული სტილით
მოჭიდავეთა ნაკრებიც, რომელიც ბაზალეთშია დაბანაკებული, ბექა როყვას ხელმძღვანელობით. ბერძენ-რომაელებმა დასკვნითი შეკრება 10 ოქტომბერს დაიწყეს და მწვრთნელი ბუდაპეშტში წასაყვან შემადგენლობას სავარაუდოდ ერთ კვირაში დაასახელებს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უნგრეთში 17 ოქტომბერს გაემგზავრებიან. მსოფლიოს კონკურენციაში კი 20 ოქტომბრიდან ჩაებმებიან და 21-23 ოქტომბერს ათივე წონით კატეგორიაში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში 23-ში ჩავა. მსოფლიოს კონკურენციაში 25 ოქტომბრიდან ჩაებმება. საპრიზო სამეულები კი 26-28 ოქტომბერს შეივსება.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე სულ 5 მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2017 წლის მსოფლიოს პირველობაზე 2 ბრინჯაო იყო - რობერტ ქობლიაშვილის (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (98 კგ).

თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ნაკრები

57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ - ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ - დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
86 კგ - სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
92 კგ - დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი)

მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუდაპეშტი
20-27 ოქტომბერი
განრიგი

თავისუფალი ჭიდაობა

20 ოქტომბერი
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 61, 74, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

21 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 61, 74, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

22 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 70 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

23 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 70 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

25 ოქტომბერი
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

26 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

27 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

28 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

მომზდებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
იანვარში არა ოქტომბერში ჩატარდება
გიორგი
08:37 13-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული