21 იანვარს ვლადიმერ მესტვირიშვილის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა

AutoSharing Option
თუ გაუთვალისწინებელი მიზეზით არ გადაიდო, 21 იანვარს დაგეგმილია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის შეხვედრა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან, რომელზეც ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება - "თავისუფალთა" ნაკრების კონსულტანტ ვლადიმერ მესტვირიშვილისა და ფიზმომზადების გერმანელ ექიმთა მოწვევის საქმე.

ორივე ეს ამბავი "დეფაქტო" გადაწყვეტილია, მაგრამ საბოლოო დაგვირგვინებას მათი ხელფასებით უზრუნველყოფის გადაუჭრელობა აფერხებს.

ამ საქმეში ფედერაციას ფინანსური დახმარება სამინისტრომ უნდა გაუწიოს, რომელიც ასევე ყაბულსაა, თუმცა პარამეტრები ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.

აი, სწორედ ეს საკითხი უნდა გაირკვეს ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე. თან
მათთან თანამშრომლობის ვადებზეც შეთანხმდებიან. სწორედ მაშინ გახდება ნათელი, როდიდან შეუდგება ორივე მხარე მუშაობას ჩვენს ნაკრებში და რამდენი ხნით იმუშავებენ.

ორივე საკითხი იმდენად აქტუალურია ჩვენი ნაკრებებისთვის (გერმანელები "ბერძენ-რომაელებსაც" მოამზადებენ), ვფიქრობთ, სამინისტროც და ფედერაციაც მაქსიმალურად დააჩქარებენ სახელფასო დილემის გადაჭრას და ამ საჭირო სპეციალისტებს რაც შეიძლება მალე მიეცემათ ჩვენს სპორტსმენებთან მუშაობის საშუალება, თორემ დრო აღარ ითმენს - ევროპის ჩემპიონატი 1-6 აპრილს ფინურ ვანტააში ტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული