ეს სწორედ ის შეჯიბრებაა, რომელშიც ჭიდაობაში ხელმეორედ დაბრუნებული ლუკა კურტანიძის დებიუტი შედგება.
მოგეხსენებათ, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა საახალწლოდ გვაცნობა სპორტში დაბრუნების შესახებ და მას შემდეგ საგანგებოდ ემზადებოდა ამ ტურნირისთვის. ის თეირანში 97 კილოგრამში იჭიდავებს, ანუ იმ წონაში, სადაც ოდესღაც ასპარეზობდა, თავისი კარიერის ზეობის წლებში.
სამწუხაროდ, თეირანში მიმავალმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი დანაკლისიც განიცადა
არადა, საინტერესო კი იქნებოდა გამოსვლა ასეთ ძლიერ შეჯიბრებაში, სადაც, სავარაუდოდ, მისი მთავარი კონკურენტებიც იჭიდავებენ. ახლა მის ნაცვლად მწვრთნელებმა გუნდში სანდრო ამინაშვილი შეიყვანეს.
კურტანიძის და ამინაშვილის გარდა, თეირანში ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა, ლაშა ტალახაძე (სამივე - 57), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), კონსტანტინე ხაბალაშვილი (65), დიმიტრი ბასილაშვილი (70), იაკობ მაქარაშვილი (74), დავით ქერაშვილი (97) და დავით მოძმანაშვილი (125) იჭიდავებენ.
შემადგენლობას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს, ფაქტობრივად, პირველი ნაკრებია, ანუ ქვეყნის ჩემპიონები.
გუნდისთვის ეს ერთ-ერთი სასტარტო ეტაპია ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად.
გამონაკლისია 57 კილოგრამი, სადაც გიორგი ედიშერაშვილის დოპინგით გამოწვეული დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელობა ახალ ლიდერს ეძებს. ამითაა გამოწვეული იქ სამი მონაწილის დაყენება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"