ფედერაციამ საპრეზიდენტო კამპანია 5 დეკემბერს გახსნილად გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 20 დეკემბერს შეწყდება.
საარჩევნო კამპანია ახალი გახსნილია და ჯერჯერობით საპრეზიდენტო პოსტის დაკავების მსურველთა სიმცირეა - განცხადება მხოლოდ მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ შეიტანა, რომელიც დღეისათვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
სხვებს სურვილი ჯერ ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მსურველი არც ისე ბევრია. ამ პოსტის
ამასობაში გადაიდო საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 15-16 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
სავარაუდოდ, ის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გაიმართება. საერთოდ, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ნაკრებებში ყველანაირი აქტიურობა გამორიცხულია და ჩვენს გუნდებს პაუზა აქვთ აღებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"