ქართველმა მოჭიდავე ჭაბუკებმა ირანში გამართულ ტურნირში 6 მედალი დაისაკუთრეს

AutoSharing Option
ქართველმა ჭაბუკებმა წარმატებით იჭიდავეს ირანულ მაშადში დასრულებულ "იადიგარ იმამის თასზე", სადაც ჯამში 6 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

აქედან 1 ოქრო და 2 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარია. მათგან ჩემპიონი ზურაბ ურთაშვილი (100) გახდა, ვინც ფინალში მასპინძელთა ლიდერი, ამავე ასაკში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ნაიმ რაჰიმ ჰასანზადე დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები გიორგი ხაჩიძემ (46) და თორნიკე კვინიკაძემ (63) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ურთაშვილმა ორიოდე კვირის წინ ბაქოში, მუშვიგ ისაევის მემორიალზეც გაიმარჯვა.

მაშადში ზუსტად ასეთი შედეგის მიღწევა შეეძლოთ ქართველ ბერძენ-რომაელ
ჭაბუკებსაც, მაგრამ საამისოდ ერთადერთი მოგება დააკლდათ. მათი მონაგარი 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

ფინალში გავიდა ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ნიკოლოზ ჭიკაიძე (69), მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა სომეხ არტურ ალექსანიანთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლებს თემურ ჭკუასელიძე (76) და ბექა მაკარიძე (100) დაეუფლნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული