ჭიდაობის ფედერაცია: დოპინგზე ჩავარდნილთაგან არცერთია ლიცენზიის მქონე

AutoSharing Option
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს ჭიდაობის ნაკრების ერთბაშად  6 წევრი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაშია ბრალდებული და დამტკიცების შემთხვევაში, სერიოზული ჯარიმაც ელით.
ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი ქართულ ჭიდაობაში

როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა მალხაზ ჯორბენაძემ "პალიტრა ნიუსთან" განაცხადა, ჯერ დადასტურებული არაფერია, აკრძალული პრეპარატი კი, რომელზეც მიდის საუბარი, "მილდრონატია".

"დადასტურებული ჯერ არაფერია, ახლაც პასუხის მოლოდინში ვართ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მათ "მილდრონატი" აღმოაჩნდათ, რომელიც არ არის ძლიერმოქმედი პრეპარატი.

დოპინგ-სინჯები არის ჩვენი ინიციატივით მოთხოვნილი და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა მათი მხრიდან აკრძალული პრეპარატის მიღება, სანქციას
განიხილავს საქართველოს სადისციპლინო კიმისია.

საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ არის ლიცენზიის მქონე" , - განაცხადა ჯორბენაძემ.

"მილდრონატი" - გულის მკვებავია, რომელიც აკრძალულ პრეპარატად 2016 წლის დასაწყისიდან ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული