მანუჩარ კვირკველია: სპორტსმენებს ეს უნდა სცოდნოდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ერთბაშად 6 წევრი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაშია ბრალდებული და მისი დამტკიცების შემთხვევაში, სერიოზული ჯარიმაც ელით.

ამასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ ისაუბრა.

- 6 სპორტსმენია ბრალდებული აკრძალული პრეპარატის მიღებაში და მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს...
- გავრცელებულ და არაოფიციალურ ინფორმაციას ვერ დავეყრდნობი და ვერ ვისაუბრებ. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა ამაოდ მივაყენო, ამიტომაც თავს შევიკავებ ვინმეს დასახელებისგან. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ
ჭორია.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე სპორტსმენმა აღიარა კიდეც აკრძალული პრეპარატის მიღება...
- ჯერ არავის არაფერი უღიარებია. უნდა მოგვივიდეს წერილობითი დასტური, დასტურის შემდეგ კი 24 საათი ეძლევა სპორტსმენს გასაჩივრებისთვის.

- ვთქვათ და, დადასტურდა ეს ყველაფერი. სანქციებს ვინ გამოუტანს სპორტსმენებს?
- ოლიმპიადა ახლოვდება და თავის დაზღვევის მიზნით, ჩავატარეთ შიდა კონტროლი. შესაბამისად, დადასტურების შემთხვევაში სანქციებს საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გამოიტანს.

კომისია განიხილავს საქმეს და გადაწყვეტს, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს სპორტსმენს.

- საუბარია პრეპარატ მილდრონატზე, რომელიც 2016 წლის იანვრიდან აიკრძალა. იცოდნენ სპორტსმენებმა ამის შესახებ?
- სპორტსმენებს ეს უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ყველაფერი გამოსაკვლევია. ამიტომ დავსხდებით და განვიხილავთ, ვისი ბრალია ყოველივე მომხდარი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესოა საერთაშორისო ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს თუ ჩააყენებთ საქმის კურსში? ოლიმპიადაზე მაინც გაიჭედებიან და დროზე ჩაანაცვლეთ სხვებით...
გიორგი
16:53 15-02-2016
0
გავიწყდება სად ცხოვრობ? ჩვენთან ნებისმიერი გეტყვის "რა მოხდა"? ეს ორი სიტყვა დაღუპავს საქართველოს. საქმე იქამდეც მივიდა ქვეყნის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც კი ასე ფიქრობს: რა მოხდა? შეგვეშალა, არ ვიცოდით თუ ვერ შევასრულებდით და ასე შემდეგ
ივანეს
16:50 15-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული