სოფიის ტურნირი: ქართველი ახალგაზრდების 9 მედალი პირველ დღეს

AutoSharing Option
26 თებერვალს სოფიაში სტარტი აიღო პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა ჭიდაობის სამივე დისციპლინაში ახალგაზრდებსა და 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის. საქართველოს ნაკრებებმა ტურნირის პირველ დღეს 6 წონიდან 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"თავისუფალთა" ნაკრებიდან ჩემპიონები ტარიელ გაფრინდაშვილი (74) და როლანდ ანდრიაძე (97) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნიკა კენჭაძემ (74) და გიორგი ღონიაშვილმა (50) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა გიგაშვილი (74) და გიორგი ხაჩიძე (50) დაეუფლნენ.

"ბერძნულ-რომაული" ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გელა ბოლქვაძე (80) და ბექა კანდელაკი
(130), ბრინჯაოს მედალი ნიკა გავაშელმა (80) მოიპოვა .

დღეს, 27 თებერვალს, "თავისუფლების" 57, 65 და 86 კგ-ის, ხოლო "ბერძენ-რომაელების" 50, 59, 75 კგ-მდე წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ. შეჯიბრი კი 28 თებერვალს დასრულდება.

დღეს იჭიდავებენ:
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ - კახა ირემაძე, რობერტ დინგაშვილი, ლევან მურცხვალაძე, თეიმურაზ ვანიშვილი.
65 კგ - შმაგი თოდუა, გიორგი სულავა, ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ბრეგაძე და მამუკა ჩაჩუა.
86 კგ - მექი სიმონია.

ბერძნულ-რომაული
59 კგ - გიზო მელაძე, ხვიჩა ჭითავა

მომზადებულია wrestling.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული