![](https://sportall.ge/pictures/image31/280690eeee3bd895e2ecb08e2a0bc8c9.jpg)
მარსაგიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუსი ალექსანდრ ხუშტინი 5-1 დაამარცხა. ამრიგად დათოს ევროპის ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული 2 ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო.
მარსაგიშვილმა 1/8-ფინალში რუმინელი სტეფან გეორგიტა 6-0 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დასანანი მარცხი იწვნია ბოლო წუთზე - 3-4. დამამშვიდებელ წრეში მას პოლონელი ჟბიგნიევ ბარანოვსკი არ გამოუცხადდა.
დღესვე 57 კგ-ში ოთარ გოგავამ იასპარეზა, რომელმაც ბელორუს ასადულა ლაჩინოვთან 8-10
9 მარტს რიგაში საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იბრძოლებენ.