15:40 10-03-2016
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ქართველმა ფალავანმა ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა - 4-2, მანამდე კი სომეხ ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია.
დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს იაკობ მაქარაშვილი (74), რომელიც მანამდე მერვედფინალში აზერბაიჯანელ ევროპის ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვთან დამარცხდა. სანუგეშო ტურნირში მან უკრაინის სახელით მოასპარეზე გია ჩიხლაძეს აჯობა (10-0), მედლისთვის კი ბულგარელ მიროსლავ კიროვს შეხვდება.
რიგაში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოა, რომლებიც დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ცოტაა ბრინჯაო ამხელა ტრადიციების მქონე ქვეყანას
0
0
ჩემპიონია!!!!!!!!!!!!!!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული