ვენიდან სამი ქართველი მოჭიდავის განმეორებით დოპინგ-ტესტზეც დადებითი პასუხი მოვიდა

AutoSharing Option
ვენის ლაბორატორიიდან იმ სამი მოჭიდავის განმეორებით, B ტესტზეც დადებითი პასუხი მოვიდა, რომლებმაც თავდაპირველი, A სინჯის დასკვნა გააპროტესტეს. ანუ განმეორებითმა ანალიზმაც დაადასტურა, რომ მათ ორგანიზმში ნამდვილად აღმოაჩნდათ აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი.

თუმცა ეს სამეული ისევ ამტკიცებს, რომ წამალი არ მიუღიათ და საქართველოს ანტიდოპინგური კომისია სწორედ ამიტომ არ ასახელებს მათ ვინაობას.

ახლა ბრალდებულ სპორტსმენებს სადისციპლინო კომიტეტთან მოუწევთ თანამშრომლობა იმის გამოსარკვევად, საიდან შეიძლებოდა მათ ორგანიზმში აკრძალული მელდონიუმი მოხვედრილიყო. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სასჯელის ზომა, რომელსაც მათ მიუსჯიან.

შეგახსენებთ, რომ იანვარში მელდონიუმის კვალი ერთბაშად ექვს
ქართველ მოჭიდავეს აღმოუჩინეს, რომელთაგანაც სამმა თავდაპირველი დასკვნა გააპროტესტა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს იგივე პრეპარატია რაც შარაპოვას აღმოაჩნდა. ჩოგბურთში წელს ჩასვეს აკრძალულ პრეპარატთა სიაში. ჭიდაობამ როდის აკრძალა? შარაპოვა ამბობს ამას ბავშვობიდან ვიღებო. ცოტა გაერკვიეთ საკითხში და თუ წერ ასეთ კითხვებს უპასუხე.
odala
19:05 14-03-2016
0
რა მელდონიუმი .. დააკონკრეტე რას წერ ან ვინ ხარ ვის მისამართით წერ ან რა ფაქტებით ლაპარაკობ
vaskulat
11:49 16-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული