მოჭიდავე, რომელსაც თვალებში ცეცხლი უნთია! - მახოვი გენო პეტრიაშვილს ეძებს

AutoSharing Option
რუსთა ყაბარდოელი მძიმეწონოსანი ფალავანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური მედალოსანი ბილიალ მახოვი შარშან შემოდგომაზე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად გავიდა საჭიდაოდ - ბურიატიის ავტონომიის დედაქალაქ ულან უდეში "პრეზიდენტის თასზე" იჭიდავა და დაბრუნება მორიგი გამარჯვებით აღნიშნა.

ტურნირის დასრულების შემდეგ მას ინტერვიუც ჩამოართვეს, სადაც გენო პეტრიაშვილის შესახებაც ილაპარაკა, როცა ჟურნალისტმა მას ევროპის წლევანდელ პირველობაზე ქართველი ფალავნის გამარჯვების შესახებ ჰკითხა.

"ამბობენ, რომ ტაჰა აკგულს საზარდულის ტრავმა ჰქონდა" - მიმართა მას კორესპონდენტმა, რაზეც მახოვმა ასე უპასუხა:

- აკგულმა ტრავმის გამო რომ ვერ მოიგო, ეს
ცოტას თუ აინტერესებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე აკგულთან შეხვედრისას ვინმეს აინტერესებდა, ეს ჩვენი მერვე პაექრობა რომ იყო? არა მგონია. ფაქტი ფაქტად რჩება - მე 0:10 წავაგე.

შემიძლია ვთქვა, რომ აკგული რჩება აკგულად და ის ჯერ კიდევ ოლიმპიადის ფავორიტია, ხოლო პეტრიაშვილი - მოჭიდავე, რომელსაც თვალებში ცეცხლი უნთია. ჩანს, ეს ბიჭი შრომისმოყვარეა.

ჩვენ ტურნირზე არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, არადა, თავის გამოსაცდელად საინტერესო იქნება მასთან ბრძოლა.

- პეტრიაშვილს მძიმეწონოსნისთვის უჩვეულო აღნაგობა აქვს. ალბათ, მისნაირებზე ამბობენ, მოუხერხებელი მეტოქეაო...
- სრულიად გეთანხმებით. მას სხეულის გაუგებარი ფაქტურა აქვს. ასეთი ბიჭები ყოველთვის ბევრ დისკომფორტს გვიქმნიან. შემიძლია ვთქვა, რომ ყურადღებით შევისწავლი მის მანერას და თუ წილისყრა მოიტანს ჩვენს მეტოქეობას, განსაკუთრებულად განვეწყობი.

* * *
შეგახსენებთ, რომ მახოვი ბოლო წლებში ერთდროულად ჭიდაობდა "თავისუფალშიც" და ბერძნულ-რომაულშიც, თუმცა ახლა ლამის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ "თავისუფალში" რჩება. ამდენად, ოლიმპიადაზე პეტრიაშვილის შესაძლო მეტოქე მართლაცაა.

ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილის გამარჯვებას არა მხოლოდ მახოვი, არამედ მისი გერმანული კლუბი "მაინც 88" და ცნობილი გერმანული გამოცემა "ალგემაინერ ცაიტუნგიც" გამოეხმაურნენ. სტატიაში განმარტებულია საქართველოც და მისი მშობლიური ქალაქი გორი, მერე კი დიდი ადგილი ეთმობა ფალავნის დადებით პიროვნულ თვისებებს - კომუნიკაბელურობას, იუმორის უნარს, თანაგუნდელებთან მეგობრულ დამოკიდებულებას.

არაერთხელაა აღნიშნული, რომ მას თვალები მუდამ უღიმის და ირგვლივ დადებით აურას ასხივებს. ასევე ბევრჯერაა ლაპარაკი იმაზე, რომ კარგი ფალავნის გარდა, მათ შესანიშნავი პიროვნება დაიმატეს, თუმცა, ამასთან ერთად, მშვენიერი საჭიდაო შენაძენიც გააკეთეს, რომელმაც ბუნდესლიგაში ჩინებულად იასპარეზა.

პეტრიაშვილი შარშან შეუერთდა მაინცელებს, რაშიც დიდი როლი კლუბის მოჭიდავე-მწვრთნელმა დავით ბიჩინაშვილმა შეასრულა. ჩვენი თანამემამულე იყო თუ კლუბის ხელმძღვანელი ტოლგა სანცაკტაროღლუ ან სხვა წარმომადგენელი, იმედოვნებდა, რომ პეტრიაშვილი რიო დე ჟანეიროში მედალს მოიპოვებს, რაც საქართველოსთან ერთად მათი კლუბის წარმატებაც იქნება.

ერთი სიტყვით, გერმანელები, კონკრეტულად კი, მაინცელები ჩვენზე ნაკლებად არ ქომაგობენ პეტრიაშვილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთს თავისი სამშობლო (და დროშა) აქვს ტანზე და მეორეს... არა და ორივე, კავკასიის შვილია!
მთავარი განსხვავება ამ ორი დიდი მოჭიდავის სურათებში:
16:30 24-03-2016
0


მწვრთნელებმა და
გენომ
თითოეული ეს მოწინააღმდეგე უ ნ დ ა შეისწავლოს,

დ ე ტ ა ლ უ რ ა დ (!)

მათი ჭიდაობის სტილი,
დადებით,ძლიერი და სუსტი მხარეები...

უნდა ესოდეთ რომ ისინიც სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდა ფალავანის ჭიდაობას და ფეხებში შესვლის და იქედან დამუშავების გარდა სხვა ილეთებიშიც უნდა დ ა ხ ვ ე წ ო ნ,
შტანგაზეც მეტად ავარჯინონ ძ ა ლ ი ს ა თ ვ ი ს და ,გამძლეობაზეც და გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა იქნება!!!
glaxuna
15:55 24-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული