თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს მეექვსე ლიცენზიაა ანუ ისინი ბრაზილიაში სრული გუნდით გამოვლენ.
მონღოლეთში იაკობაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი 4:1 დაამარცხა წონის კლებით გაწამებული სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავიდ საფარიანი.
ჩვენებურმა მეოთხედფინალში ფრენგი იური სიმაკინი 3:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი დაძაბულ პაექრობაში 5:4 აჯობა ბულგარელ ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვს.
სხვათა შორის, საფარიანი უსაგზუროდ დარჩა - დამამშვიდებელში სიმაკინს კი მოუგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის
ბატიროვი დაღესტნელია - ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მავლეტ ბატიროვის უმცროსი ძმაა და წლების განმავლობაში იცავდა რუსეთის ნაკრების ღირსებას. ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალიც იჭიდავა, მაგრამ რადგან იქაურ ნაკრებში ადგილი დაკარგა, მიმდინარე წლიდან ბაჰრეინში გადასულა და უკვე აზიის ჩემპიონობაც მოუსწრია.