ჩვენი ნაკრები, გიორგი გოგშელიძის ხელმძღვანელობით, უკვე გაფრინდა რუმინეთში, მთავარმა მწვრთნელმა კი ძველი, გამოცდილი კადრები შეარჩია.
ამ გუნდს თაობათა ცვლა თითქმის არ შეხებია, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თუმცა, ერთი კია - ახლანდელ შემადგენლობაში რამდენიმე ამჯერად ზედა წონაში ჭიდაობს, ზოგი ფავორიტი კი მწვრთნელებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემოინახეს. არის წონები, სადაც შარშანდელი ლიდერი შეცვლილია, თუმცა ქომაგები და სპეციალისტები იმათაც კარგად იცნობენ.
ამასობაში კი ბუქარესტში საქართველო კვლავ ზენიტშია. შეგახსენებთ, რომ იქ ჩვენმა ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელებმა" 8 წონიდან 6 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ვერცხლს ლევან ქავჟარაძე (60) და გიორგი მელია (84) დაეუფლნენ, მესამეზე კი დავით ჩხარტიშვილი (55) გავიდა.
ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის საიტმა საგანგებო წერილი მიუძღვნა ზოიძისა და პატარიძის გამარჯვებებს, რადგან ეს ახალგაზრდები მართლაც გამოირჩევიან თანატოლებში - ზოიძე მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია, პატარიძე კი, აგერ, მესამე სეზონია, წაუგებლად გამოდის ევროპა-მსოფლიოზე და მუდამ დუბლით ასრულებს სეზონს, შარშან კი კარგი ჭიდაობისთვის ზემოაღნიშნულმა საიტმა "ახალგაზრდა ლომიც" უწოდა.
თავისუფალთა ნაკრები
50 კგ. გიორგი ხაჩიძე
55 კგ. რობერტ დინგაშვილი
60 კგ. შმაგი თოდუა
66 კგ. გიორგი სულავა
74 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი
84 კგ. მექი სიმონია
96 კგ. გივი მაჭარაშვილი
120 კგ. ზურაბ ურთაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე
მწვრთნელები: კობა კაკალაძე, დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი
ექიმი: ზაზა აბესაძე
მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"