მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა: ქართველების ორი ბრინჯაო

AutoSharing Option
3 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, შმაგი თოდუამ (60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თოდუამ გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმან მუხტაროვს 11-6 მოუგო, გაფრინდაშვილმა კი აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს, 0-9-ის შემდეგ, სუფთად მოუგო.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა და მეხუთე ადგილს დასჯერდა რობერტ დინგაშვილი (50), რომელიც ყაზახ იერბულან სარკიტბაიევთან 6-12 დამარცხდა. ბრძოლას 1/4-ფინალში გამოეთიშა გივი მაჭარაშვილი (96).

4 სექტემბერს, მსოფლიოს პირველობის
დასკვნით დღეს, მედლების მოპოვებას უკვე 55, 66, 84 და 120 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები შეეცდებიან. შესაბამისად, ჩვენგან კახა ირემაძე, გიორგი სულავა, მექი სიმონია და ზურაბ ურთაშვილი იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვისაც ეგეთი რამე არ გინახავთ,დღეს გაიმეორა ქართველმა მძიმეწონოსანმა ურთაშვილმა,ოღონდ პირიქით.იგივე ანგარიშით იგებდა.
j.ch.
17:21 04-09-2016
0
მხეცი ყოფილა გაფრინდაშვილი და ქვეყანა მას არ იცნობს. წაგებული მატჩის ესე სუფთაზე მოგება გაგონილიც არ მქონდა. გაიხარე და გაახარე შენი წარმატებებით ყველა შენი და ქვეყნის გულშემატკივარი
sani
01:29 04-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული