- პოლიტიკური მიზნებისთვის ცალკეული სპორტული ფედერაციებისა და მოქმედი წარმატებული სპორტსმენების გამოყენების მანკიერმა პრაქტიკამ თავის დროზე სერიოზულად დააზარალა ქართული სპორტი.
ოთხი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში ახალი გუნდის მოსვლის დღიდანვე ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ სპორტში დამკვიდრებულ მიუღებელ ვითარებას, როცა პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა არაუფლებამოსილი პირები უხეშად ერეოდნენ სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში.
მკაცრად იქნა დაგმობილი ამ ორი წლის წინ ზოგიერთი წამყვანი ფედერაციის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო და საარჩევნო პროცესში პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი - მოქმედი სპორტსმენების, ქვეყნის
ჩვენ ასევე რეკომენდაცია მივეცით სპორტულ ფედერაციებს და სპორტსმენებს, მოერიდონ პოლიტიკურ პროცესებში დაუფიქრებელ და ნაჩქარევ ჩართვას, რათა, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ არც საკუთარი თავი და არც მთელი ქართული სპორტი, არ გახდნენ პოლიტიკური სპეკულაციების უნებლიე მსხვერპლნი.
იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალები მოერიდებოდნენ მერკანტილური მიზნებისთვის სპორტის გამოყენებას და გაუფრთხილდებოდნენ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონების იმიჯს.
სამწუხაროდ, პატიოსანი თამაშის ეს წესი დაარღვია სწორედ იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავის დროზე ხელს უწყობდა და ამკვიდრებდა სპორტში უცერემონიო, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ძალისმიერი ჩარევის პრაქტიკას.
როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებით ირკვევა, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეხვდა ჩვენს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.
- მიხეილ სააკაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი რთველში უკრაინელ ლამაზმანებთან ერთად [VIDEO]
ასევე ირკვევა, რომ ეს არ მომხდარა თავად სპორტსმენის ინიციატივით და სურვილით.
ამგვარი "მასპინძლობა" ქართული სპორტის გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მოქმედი წარმატებული სპორტსმენის საარჩევნო ბატალიებში ჩართვის უხეში მცდელობა, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მათ შორის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისამართით.
- რას პასუხობს ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო
სეოკ-ი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და მოუწოდებს სპორტის ქომაგებს, ჩვენს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, გაუფრთხილდნენ დიდი სპორტსმენის ღირსებას, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით უსაზღვრო სიხარული მოუტანა თითოეულ ჩვენგანს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"