14:21 17-12-2016
გეგა გეგეშიძე: აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში ერევა [VIDEO]
AutoSharing Option
"გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს, არც მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას. ჭიდაობის ოჯახი გადაწყვეტს, ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი. რა შუაშია შსს ჭიდაობის ფედერაციასთან? მე ჭიდაობის ოჯახის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ. აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ერევა ფედერაციის არჩევნებში", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
დღეს სასტუმრო "რედისონში" ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ახალი პრეზიდენტი ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ბოლო სიახლეები არჩევნებთან დაკავშირებით
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.
მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული