იაპონიამ ფიგურული სრიალის ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
იაპონიის საციგურაო სპორტის ფედერაციამ (JSF) ქვეყანაში ფიგურული სრიალის ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ იაპონელებმა ციგურაობის საერთაშორისო კავშირს (ISU) შეატყობინეს, რომელმაც შეჯიბრის სხვა ქვეყანაში გადატანა დაადასტურა. როდის გახდება ცნობილი ჩემპიონატის ჩატარების ახალი ადგილი, დაზუსტებული არაა.

მსოფლიოს პირველობა ტოკიოში 21-27 მარტს უნდა გამართულიყო. ამ ვადაში ჩემპიონატის ჩატარება 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის გამო გახდა შეუძლებელი, რომლის შედეგადაც შვიდი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის იაპონიაში ჩატარება ვერ მოხერხდებოდა, ტურნირის ორგანიზების უფლება შესაძლოა შვეიცარიის ქალაქ ლოზანას ან
იტალიის ქალაქ ტურინს მიეღო. 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი მოსკოვმა წარადგინა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული