ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.

ქალთა შორის მოკლე პროგრამაში იასპარეზა ელენე გედევანიშვილმა, რომელმაც 54,78 ქულა აიღო. საბოლოოდ, ეს შედეგი ქართველს 37 მონაწილეს შორის მე-7 ადგილის დასაკავებლად ეყო.

თავისუფალ პროგრამაში ბრძოლას 24 საუკეთესო სპორტსმენი გააგრძელებს.

ჩემპიონატს 15 წლის რუსი ადელინა სოტნიკოვა ლიდერობს 70,73 ქულით.

ქალთა შორის თავისუფალი პროგრამა 17 იანვარს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული