ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში მე-17 ადგილს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭში მიმდინარე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ელენე გედევანიშვილი ჩაერთო, რომლისთვისაც ეს მესამე ზამთრის ოლიმპიადაა.

ქართველმა მოციგურავემ ყინულის სასახლე "აისბერგში" მოკლე პროგრამა შეასრულა, სადაც 54,70 ქულა მიიღო (ელემენტებში - 27,51, კომპონენტებში - 27,19), 30 სპორტსმენს შორის მე-17 ადგილი დაიკავა და თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მიიღო.

20 თებერვალს ელენე მეორე ჯგუფში, მეორე ნომრად გამოვა, შეჯიბრება კი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი 2010 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, სამხრეთკორეელმა იონა კიმმა (74,92) აჩვენა. მეორე ადგილზე რუსი
ადელინა სოტნიკოვა
(74,64) გავიდა, მესამეზე - იტალიელი კაროლინა კოსტნერი (74.12), მეოთხე კი ამერიკელი გრეისი გოლდი (68,63) იყო.

* * *
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომშიც გაიმართა, რომელშიც ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა იასპარეზეს. სამწუხაროდ, ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს. ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს.

მანამდე, 18 თებერვალს, გიგანტური სლალომის ქალთა შეჯიბრებაში იასპარეზა საქართველოს გუნდის მედროშემ ნინო წიკლაურმა, რომელმაც 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

ასევე იხილეთ:
ბენიაიძე და აბრამაშვილი გიგანტურ სლალომში ასპარეზობას გამოეთიშნენ [VIDEO]
ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას ოდესმე რამე მოუგია?
0
გრძელში გავა პირველზე. ეს გრძელშია მაგარი ისინი გიგანტურში
0

სიახლეები პოპულარული