ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და ორი დაშვების შემდეგ საბოლოოდ 49-ე ადგილი დაიკავა.
სულ ჯამში გიგანტურ სლალომში მონაწილეობა 90 სპორტსმენმა მიიღო და აქედან 16-მა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა.
პირველი დაშვების შემდეგ წიკლაური 54-ე იყო (1:27.27), ხოლო მეორე დაშვების (1:28.07) მერე ქართველი სპორტსმენი 5 პოზიციით დაწინაურდა. წიკლაურის საერთო დრო ორი დაშვების შემდეგ: 2:55.34.
პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს მედალი სლოვენიელ თინა მაზეს ერგო: 1) 1:17.88 2) 1:18.99 - ჯამი - 2:36.87.
ვერცხლის პრიზიორი ავსტრიელი
ბრინჯაოს მფლობელი - გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი: 1) 1:19.24 2) 1:17.90 - ჯამი -2:37.14
შეგახსენებთ, რომ ნინო წიკლაური 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.