ერთადერთი, ისიც უკანასკნელი

AutoSharing Option
ამ დღეებში კორეის ქალაქ განგნეუნგში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართება ფიგურულ ციგურაობაში. ამ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით ერთადერთი სპორტსმენი გამოდიოდა - 14 წლის არმენ აღაიანი (მწვრთნელი მარინა ჯაფარიძე).

ფინალში სულ 30 მოციგურავეს უნდა ეასპარეზა, 16 მათგანი პირდაპირ დაუშვეს რეიტინგით, სხვები კი (სულ 27 მონაწილე) საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაებნენ მსოფლიოს ჩემპიონატში დარჩენილი 14 საგზურის მოსაპოვებლად.

ბუნებრივია, დებიუტანტ არმენ აღაიანს შედეგს არც არავინ თხოვდა, თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ჩვენებურმა ბოლო, 26-ე ადგილი (ერთმა მონაწილეობა არ მიიღო) დაიკავა. არმენმა 51,40 ქულა მიიღო (2 დაცემებისთვის ჩამოაკლდა).

ეს შედეგი
შედარებით ახლოს იყო მალაიზიელი, თურქი და ტაილანდელი სპორტსმენის შედეგთან, თორემ საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებულმა იაპონელმა კეიჯი ტანაკამ 2-ჯერ და მეტი ქულა დააგროვა (128,58).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდულ გრან-პრი-ში და სხვა იუნიორთა ჩემპიონატებში უნდა მიიღონ ჩვენებმა მონაწილეონა, ყველაზე მეტად ასე შეიძენენ გამოცდილებას, წარმატებები პატარა მოციგურავეებს
tako
14:09 02-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული