ჩიტის ფრთა სოჭისთვის

AutoSharing Option
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩირაღდნის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩირაღდანი წითელ ფერშია გადაწყვეტილი და მას ჩიტის ფრთის ფორმა აქვს. სოჭის პარალიმპიური თამაშების ჩირაღდანი ზუსტად იგივე ფორმის იქნება, ოღონდ ის ცისფერში იქნება გადაწყვეტილი.

სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ჩერნიშენკო აღნიშნავს, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ყველაზე მასშტაბური იქნება ისტორიაში.

ის 2900 დასახლებულ პუნქტში ჩაივლის.

“ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი იყოს ჩართული ოლიმპიურ ესტაფეტაში”, - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შეფმა. მისი თქმით, ჩირაღდანი იმოგზაურებს ჩრდილოეთ პოლუსზე, იალბუზზე, კოსმოსში...

ესტაფეტაში მონაწილეობას
მიიღებს დაახლოებით 14 ათასი ადამიანი, რომელთა შერჩევა 2013 წლის 15 იანვარს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები უზრუნველყოფენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული