ჩირაღდანი წითელ ფერშია გადაწყვეტილი და მას ჩიტის ფრთის ფორმა აქვს. სოჭის პარალიმპიური თამაშების ჩირაღდანი ზუსტად იგივე ფორმის იქნება, ოღონდ ის ცისფერში იქნება გადაწყვეტილი.
სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ჩერნიშენკო აღნიშნავს, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ყველაზე მასშტაბური იქნება ისტორიაში.
ის 2900 დასახლებულ პუნქტში ჩაივლის.
“ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი იყოს ჩართული ოლიმპიურ ესტაფეტაში”, - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შეფმა. მისი თქმით, ჩირაღდანი იმოგზაურებს ჩრდილოეთ პოლუსზე, იალბუზზე, კოსმოსში...
ესტაფეტაში მონაწილეობას
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები უზრუნველყოფენ