ბაკურიანში ზვავმა საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი ნუგზარ დიაკონაშვილი იმსხვერპლა

AutoSharing Option
ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.

უბედური შემთხვევა "კოხტა გორასა" და "დიდველს" შორის მოხდა. მთიდან წამოსულმა ზვავმა სპორტსმენი ქვეშ მოიყოლა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა, თუმცა ის სათხილამურო ტრასებიდან მოშორებით, გაუკვალავ თოვლში იმყოფებოდა.

ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სპორტსმენი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. 28 წლის სნოუბორდისტი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც მას საქართველო უნდა წარედგინა.

"ნინძა, ნათელში
გამყოფოს ღმერთმა, ჩემი ძმა ხარ, უზომოდ მომენატრები. საუკეთესო იყავი საქართველოში, ვერასდროს ვერავინ შეგედრება. უზომოდ დაგვაკლდები. ძალიან მიყვარხარ" - ასეთი სტატუსი გამოქვეყნდა საქართველოს სნოუბორდის კლუბის "ფეისბუკის" გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა ნათელში ამყოფოს..
ქომაგი
12:24 06-01-2016
0
ნუგო ზამო და გიო სამივეს გტირივართ ჩემო კეთილებო ლამაზებო რატომ რატომ კი არ ვტირი ვკივი ნუგო უფალმა დაგიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი მართალთა შორის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული