ბიატლონი: არ დაინდოთ რუსები!

AutoSharing Option
მამაკაცთა ბიატლონის მთავარმა ვარსკვლავმა, ფრანგმა მარტენ ფურკადმა მოუწოდა ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირს - დასაჯოს ყველა რუსი ბიატლონისტი, რომელთა ბრალეულობა დოპინგის მიღებაში დამტკიცებული იქნება.

"მინდა დავინახო გადამჭრელი ნაბიჯები მას შემდეგ, რაც კონკრეტული ფაქტები გახდება ცნობილი. ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა ამ პრობლემას უნდა მიხედოს და მკაცრად იმოქმედოს მათ მიმართ, ვინც სპორტულ საზოგადოებას ატყუებს. ეს არის არა ერთი ან ორი, არამედ 31 სპორტსმენი", - განაცხადა ფურკადმა.

ფრანგმა იმედი გამოთქვა, რომ ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირი არ შეუშინდება დოპინგის მიღებაში მხილებული სპორტსმენების დისკვალიფიკაციას.

"თუ სანქციები არ იქნება, მაშინ
მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს - უარი თქვან ტურნირებში მონაწილეობაზე. არ მგონია, რომ აქამდე მივა საქმე. კავშირს ბევრი მტკიცებულება გააჩნია და საჭიროა სერიოზული ზომების მიღება", - დაამატა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

15 დეკემბერს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ბიატლონისტთა კავშირს გაუგზავნა 31 რუსი ბიატლონისტის სია, რომლებიც აკრძალული პრეპარატების მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული