ოლიმპიური ჩემპიონის ტრაგედია

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი გავრცელდა ფინეთიდან. სათხილამურო რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი მიკა მიულიულა 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ფინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კოკოლაში საკუთარი სახლში მკვდარი იპოვნეს. ადგილობრივმა პოლიციამ სპორტსმენის სიკვდილის დეტალებზე კომენტარისგან თავი შეიკავა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო ამბავი კრიმინალს არ უკავშირდება.

ოლიმპიური ოქრო მიულიულამ 1998 წელს ნაგანოში 30-კილომეტრიან რბოლაში მოიპოვა, სულ კი მის ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალი მოდის. ასევე ფინელი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იყო.

2001 წელს მიკამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენების გამო. სასჯელის მოხდის შემდეგ კარიერა განაახლა, მაგრამ 2005
წელს საბოლოოდ წავიდა დიდი სპორტიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული