ყველაზე საშიში სამთო-სათხილამურო ტრასები

AutoSharing Option
ბრიტანულმა გაზეთმა Daily Telegraph-მა ყველაზე საშიში სამთო-სათხილამურო ტრასების სია გამოაქვეყნა.

10 ყველაზე სარისკო ტრასა მხოლოდ კარგად მომზადებული ექსტრემალებისთვის არის განკუთვნილი. ერთ-ერთი მათგანი La Chavanette-ს ტრასაა (ავორიაზი, საფრანგეთი), სადაც 200 მეტრიან დასაშვებ მონაკვეთზე მხოლოდ პროფესიონალებს უშვებენ.

სიაში ასევე შესულია Grand Couloir (კურშეველი, საფრანგეთი), Harakiri (მაირჰოფენი, ავსტრია) - რომელიც ხშირად მოყინულია, Le Tunnel (ალპ-დ'ეიუეზი, საფრანგეთი) - სადაც მოთხილამურის მცირე შეცდომას შეიძლება 200 მეტრის სიმაღლიდან ხრამში ვარდნა მოჰყვეს.

სარისკო ტრასებიდან განსაკუთრებულად გამოარჩიეს Face de Bellavarde (ვალდ-ი'ზერი, საფრანგეთი) - ეს ტრასა, რომელიც ასევე მოყინულია,
1992 წლის ოლიმპიური თამშებისთვის ააშენეს და იქ მოთხილამურეები 3200 მეტრზე ასვლისას თავად ირჩევენ დაშვების მარშრუტს.

არ უნდა გამოგვრჩეს ავსტრიული Backside of the Valluga, რომლის ტრასა 700 მეტრის სიმაღლის უფსკრულით მთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული