წიკლაურმა ორი დისტანციის ჯამში 2.08,13-ით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ-მეორე ადგილებზე მასპინძლები - მიჩელე სპერანზონი (2.05,98) და ჯულია ბადალონი (2.06,73) გავიდნენ. ბაკურიანელი სუსანა გავა (2.15,06) მე-18 ადგილით დაკმაყოფილდა.
ნინო წიკლაური კვარცხლბეკთან ახლოს იყო 4 თებერვალსაც პასო ოქლინში, სადაც მოთხილამურეები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენებური მესამე ადგილზე
სუსანა გავა აქ 26-ე იყო, ელენე გედევანიშვილის ძმამ - დიმიტრი გედევანიშვილმა (1.39,17) და სოსო ჯაფარიძემ (1.41,40), შესაბამისად, 21-ე და 27-ე ადგილები დაიკავეს.
ჩვენი ბიჭები ფონდი Fondo Grande Folgaria-ში გუშინწინ 9 ქვეყნის 137 წარმომადგენელს ეცილებოდნენ სლალომში პირველობას. დიმიტრი გედევანიშვილმა 1.41,80-ით მეთვრამეტე ადგილი დაიკავა.
მას 6 საფეხურით ჩამორჩა ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე ნიკოლოზ კოზანაშვილი (1.45,89).
პირველი-მესამე ადგილები, შესაბამისად, იტალიელმა დავით და ვილამ (1.38,37), ავსტრიელმა მანუელ ანევანტერმა (1.38,88) და შვეიცარიელმა ქვირინ შნურიგერმა (1.39,35) დაიკავეს.
გოგონებში სუსანა გავა (1.59,06) 28-ე იყო, ნინო წიკლაურმა კი პირველი დისტანცია ვერ ჩაამთავრა. კვარცხლბეკის სამივე საფეხური გოგონებშიც იტალიელებმა დაიკავეს.
გუშინ ვაჟთა გიგანტურ სლალომში სოსო ჯაფარიძეს 2.01,67-ით მე-8 ადგილი ერგო, დიმიტრი გედევანიშვილს (2.02,95) - მეთოთხმეტე, ნიკოლოზ კოზანაშვილმა კი მეორე დისტანციაზე ვერ იყოჩაღა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"