ქართველი მოთხილამურეები კვარცხლბეკს ვერ მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
ევროპის ზამთრის კურორტებზე გახურებული სამთო თხილამურობაა. პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან იხილავთ აქ თხილამურებით სრიალის მოყვარულთ. მათ შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან. ისინი უმთავრესად ახალგაზრდულ ტურნირებში ასპარეზობენ, თუმცა ბოლო დღეებში თანატოლებთან პაექრობისას კვარცხლბეკს ვერ უახლოვდებიან.

გასულ უქმეებზე ჯაბა გელაშვილი გერმანიაში ცხრა ქვეყნის 73 წარმომადგენელს დაუპირისპირდა. 1.37,96-ით მან მე-14 ადგილი დაიკავა. პირველობა მასპინძელ რაულ საუტერს (1.35,13) ხვდა.

სამი დღეა, იტალიურ ბორმიოში ძალებს ცდიან დიმიტრი გედევანიშვილი, სოსო ჯაფარიძე, შოთა ნათაძე და ნიკოლოზ კოზანაშვილი.

გაუწყებთ მათ შედეგებს:
11 თებერვალი. სუპერგიგანტი. 12. გედევანიშვილი (1.08,40), 34. ჯაფარიძე (1.11,54),
38. ნათაძე (1.12,72), 40. კოზანაშვილი (1.12,88). გაიმარჯვა ავსტრიელმა კრისტიან შლოფერმა (1.06,92).
12 თებერვალი. სლალომი. 11. გედევანიშვილი (1.31,78), 22. ნათაძე (1.35,93), 23. კოზანაშვილი (1.35,98). ჯაფარიძემ მეორე დისტანცია ვერ ჩაამთავრა. პირველი ადგილი სლოვენიელმა ალჯაზი დვორნიკმა (1.28,55) დაიკავა.
13 თებერვალი. გიგანტური სლალომი. 16. გედევანიშვილი (1.58,06), ჯაფარიძე (2.00,68), ნათაძე პირველსავე დისტანციაზე ჩამოშორდა შეჯიბრებას. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აქაც სლოვენიელი იან ბრეზნიკი (1.54,96) ავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული